Belive

არსენ ვენგერი სამწვრთნელო საქმიანობას იანვარში დაუბრუნდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მწვრთნელად მუშაობას იანვრიდან გეგმავს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ის მზად არის მუშაობის გასაგრძელებლად და დარწმუნებულია, რომ იანვარში საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდება. ვენგერმა გუნდის ან ნაკრების დასახელებისგან თავი შეიკავა. "დიახ, მე მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის. საკმარისად დავისვენე და მინდა მუშაობის განახლება. არ ვიცი ჯერ რომელ კლუბსა თუ ნაკრებს ჩავიბარებ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ" - განაცხადა არსენ ვენგერმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიას სურს, რომ ფრანგმა სპეციალისტმა მათი ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება. "მინდა მადლობა გადავუხადო არსენალს იმ 22 წლისთვის, რომელიც აქ გავატარე. საოცრად დიდი გამოცდილება მივიღე". არსენ ვენგერი "მეთოფეებში" 1996-2018 წლებში მუშაობდა.

სხვა სტატიები