Belive

არსენ ვენგერის მოსაზრება - იყო თუ არა პენალტი დასანიშნი?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა დანია 2:1 დაამარცხა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა მეორე გოლი მსაჯების მიერ დანიშნული საეჭვო პენალტით გაიტანა. ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა აღნიშნული მომენტის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"თერთმეტმეტრიანი არ იყო. არ ვიცი, რატომ არ სთხოვეს მსაჯს, რომ ეპიზოდი VAR-ზე შეემოწმებინა. ასეთ ეპიზოდში მნიშვნელოვანია, რომ არბიტრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყოს, აქ კი ყველაფერი გასაგები არ ყოფილა," - ამბობს ვენგერი.
ასევე იხილეთ: განსხვავებული რაკურსით - დანიის კარში პენალტი დასანიშნი არ იყო?! | VIDEO

სხვა სტატიები