Belive

არსენალი აღმავლობის გზაზეა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ევროპა ლიგის დასკვნით ტურში, ლონდონის "არსენალმა" აზერბაიჯანული "ყარაბახი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. უნაი ემერის შეგირდებს უკვე 22 მატჩია არ წაუგიათ (17 მოგება, 5 ფრე), ბოლოს კი აგვისტოში ლონდონის "ჩელსისთან" დამარცხდნენ. ეს კი მათი საუკეთესო შედეგია 2007 წლის შემდეგ, როდესაც არსენ ვენგერის გაწვრთნილებმა 28 მატჩი ითამაშეს წაუგებლად. შეგახსენებთ, "არსენალი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც პრემიერლიგა წაუგებლად აქვს მოგებული, რისთვისაც ოქროს თასიც კი დაიმსახურეს. როგორც ჩანს, ჩრდილო ლონდონელებს, წაუგებლად თამაში კარგად აქვთ დაცდილი და ვნახოთ რას შეძლებენ მიმდინარე სეზონში.

სხვა სტატიები