Belive

არსენალი ჩელსის ვეტერანი მცველით ინტერესდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" თანაქალაქელი "ჩელსის" ფეხბურთელით ინტერესდება. გამოცემა იტყობინება, რომ ზამთარში გარი კეჰილი შესაძლოა "მეთოფეთა" რიგებს შეუერთდეს. აღსანიშნავია, რომ კეჰილს მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო იშვიათად ეძლევა - მან პრემიერლიგაში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა (შეცვლაზე, 21 წუთის განმავლობაში). მაურისიო სარი ინგლისელ მცველს ძირითადად ევროპა ლიგასა (4 მატჩი) და ინგლისის თასზე (2 მატჩი) ათამაშებს. 33 წლის კეჰილი "ჩელსის" რიგებს 2012 წლიდან იცავს და მის შემადგენლობაში 289 მატჩი აქვს ჩატარებული. Transfermarkt-ის თანახმად, კეჰილის სანაცვლოდ "მეთოფეებს" 9 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

სხვა სტატიები