Belive

არსენალი იმ ორ გუნდს შორისაა, რომელიც 2020-ში არ დამარცხებულა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2020 წელი ლონდონის "არსენალისა" და იტალიური "ვერონასთვის" შესანიშნავად დაიწყო - ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდებს შორის, დაუმარცხებლად მხოლოდ აღნიშნული ორი გუნდი ასპარეზობს. 2019 წლის ბოლოს, "არსენალი" ესპანელმა მიკელ არტეტამ ჩაიბარა. მას შემდეგ "მეთოფეებმა" 9 მატჩი ჩაატარეს, სადაც მათ 5 გამარჯვება მოიპოვეს, 4-ჯერ კი ფრე ითამაშეს. ბოლო მატჩი "არსენალმა" ევროპა ლიგაზე გამართა, სადაც "ოლიმპიაკოსი" გასვლით მატჩში ანგარიშით 0:1 დაამარცხა. თავის მხრივ, ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება "ვერონა," რომელიც უკანასკნელად 7 დეკემბერს დამარცხდა. მაშ შემდეგ, წარმატებული სვლის შედეგად, ივან იურიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი სერია ა-ში მე-5 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ "ვერონამ" ტურინის "იუვენტუსის" დამარცხებაც შეძლო (2:1) და მიმდინარე შედეგებით, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
EQ_5radUYAAo2FK
2020 წელს, ოფიციალურ მატჩში არ დამარცხებულა მიუნხენის "ბაიერნიც," თუმცა მიუნხენური გრანდის ძლევა ამხანაგურ მატჩში "ნიურნბერგმა" შეძლო, ანგარიშით 5:2.

სხვა სტატიები