Belive

არსენალი ჯერომ ბოატენგით ინტერესდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალი" აქტიურად იჩენს ინტერესს ჯერომ ბოატენგის მიმართ. "მეთოფეებს" დაცვაში პრობლემები აქვთ და მიკელ არტეტა თვლის, რომ ეს რგოლი გასაძლიერებელია. თავისმხრივ ბოატენგს მიუნხენურ გუნდში კარგი ხანა არ უდგას. გერმანელი ხშირად სათადარიგოთა სკამზე გვევლინება. აქედან გამომდინარე SKY GERMAN-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ "არსენალი" აქტიურად ცდილობს ჯერომის შეძენას. ლონდონელებს ბოატენგი იანვარშივე სურთ. სახელდება ტრანსფერის ფასი - 12.8 მილიონი ევრო, რაც ნამდვილად არ არის ბევრი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ტრანსფერი საკმაოდ რეალურია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები