Belive

არსენალი მატეო გენდუზის ტრანსფერზე აყენებს - შესაძლებელია გაცვლაც

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყარო დიდხანს ელოდა მომენტს, როცა პანდემიისგან არეული სიტუაციის მიუხედავად, სატრანსფერო პერიოდი გაიხსნებოდა და როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი დღეც. ლონდონის "არსენალი" დიდი ხანია აანონსებს, რომ კლუბი მატეო გენდუზის გასხვისებას გეგმავს. მეთოფეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენების საკითხი. Daily Mail-ის ცნობით, "არსენალის" მესვეურები მატეო გენდუზის გაცვლის საკითხსაც განიხილავენ, შესაბამისად ფეხბურთელის მსურველ კლუბებს არაერთი საინტერესო შეთავაზების გაკეთების საშუალება ეძლევათ. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ გენდუზის შეძენით ორი ევროპული გრანდი ინტერესდება, ესენი არიან “ბარსელონა” და “პსჟ”. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე მადრიდის “ატლეტიკო” და “ინტერიც” გამოთქვამენ. Transfermarkt-ის მონაცემებით მატეო გენდუზის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 40.5 მილიონი ევროა. 21 წლის ნახევარმცველმა ლონდონელების რიგებში 82 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში მან 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები