Belive

არსენალი მიკელ არტეტას ვარიანტს განიხილავს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
როგორც იცით ლონდონის "არსენალში" ლიუნგბერგი დროებით არის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მეთოფეები" მიკელ არტეტას ვარიანტს განიხილავენ. არტეტა ლონდონურ კლუბში 5 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. ამის შემდეგ ესპანელმა ყოფილმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ასისტენტად დაიწყო მუშაობა.. ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი დასტურდება. ლონდონში ფიქრობენ, რომ არტეტას კვალიფიკაცია ჯერ კიდევ ასამაღლებელი აქვს. "არსენალი" ისევ კრიზისშია მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა გუშინ "ვესტ ჰემს" სტუმრად დამაჯერებლად მოუგო და არტეტას დანიშვნა გარკვეულ რისკებთან ასოცირდება. ცნობილია ისიც, რომ "სიტის" და "არსენალს" ერთმანეთი არ უყვართ. ესპანელი კი ამჟამად მანჩესტერულ კლუბში მუშაობს და შეიძლება გულშემატკივრები მის დანიშვნას კარგად არ შეხვდნენ. ლონდონში ხალხის გარკვეული ნაწილი თვლის, რომ არტეტასთვის "არსენალში" მუშაობა დიდი გამოცდა იქნება. თუ მიკელი დაინიშნება "მეთოფეების" მწვრთნელად და გაამართლებს, მას აუცილებლად შეიყვარებენ გულშემატკივრები და დაივიწყებენ მის მოღვაწეობას "მანჩესტერ სიტიში". არტეტას შემტევი სტილი აქვს, რაც ლონდონელთა ფილოსოფიასთან ახლოს არის. ეს ყველაფერი კი ემერის არ ჰქონდა, რითიც გულშემატკივრები უკმაყოფილო იყვნენ. "არსენალის" ხელმძღვანელობას სურს მიკელის გუნდში ხილვა, თუმცა მის დანიშნვას გარკვეული რისკები ახლავს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები