Belive

არსენალი მუდრიკის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მიმდინარე ლიდერი - "არსენალი", მიხაილო მუდრიკის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ჩრდილო ლონდონური კლუბის მესვეურებმა "შახტარს" მუდრიკის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატრანსფერო გარიგებაში ბონუსების სისტემაზეცაა საუბარი, რომელიც 20-25 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

"არსენალისა" და "შახტარის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როდის და როგორ უნდა გააქტიურდეს ბონუსების სისტემა.

სხვა სტატიები