Belive

არსენალი ობამეიანგის სანაცვლოდ მიღებულ შეთავაზებებს განიხილავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალი" მზად არის პიერ-ემერიკ ობამეიანგისთან დაკავშირებული შეთავაზებები განიხილოს. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის შემდგომ ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელებთან ხელფასის ერთი წლით შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია. რაც შეეხება ობამეიანგს, გაბონელის ანაზღაურება კვირაში 200 ათას ევროს შეადგენს, კონტრაქტის გასახანგძლივებლად კი 30 წლის თავდამსხმელი ხელფასის გაზრდას ითხოვს. ობამიანგის მიმართ ინტერესი "ბარსელონამ" და მილანის "ინტერმა" გამოხატეს. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე პრემიერლიგაში ფეხბურთელის ანგარიშზე 17 გოლია.

სხვა სტატიები