Belive

არსენალი ოთხეულს მიღმა - სუპერკომპიუტერმა პრემიერ ლიგის საბოლოო ცხრილი გამოავლინა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, სატურნირო თვალსაზრისით მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. საჩემპიონო ბატალიებში ჩართული "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" დუელი, ყველაზე გამორჩეული საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთადერთ ინტრიგას არ წარმოადგენს. ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრად, არანაკლებ მედგარი ბრძოლაა გამართული. საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად 3 ლონდონური გრანდი იბრძვის ("ჩელსი" - 67, "არსენალი" - 66, "ტოტენჰემი" - 62). უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მომგებიან სიტუაციაში "ჩელსი" იმყოფება. უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 12 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "ტოტენჰემ ჰოტსპურის" სტადიონზე გაიმართება, სადაც "ტოტენჰემი" "არსენალს" დაუპირისპირდება და აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა. სუპერკომპიუტერმა ინგლისის პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის საბოლოო ცხრილი გამოავლინა, რომელშიც მე-4 პოზიცია "ტოტენჰემმა" დაიკავა, "არსენალი" კი ოთხეულს მიღმა დარჩა.

პრემიერ ლიგის საბოლოო ცხრილი

1 - "მანჩესტერ სიტი" - 95 ქულა 2 - "ლივერპული" - 92 ქულა 3 - "ჩელსი" - 76 ქულა 4 - "ტოტენჰემი" - 71 ქულა 5 - "არსენალი" - 70 ქულა 6 - "ვესტ ჰემი" - 58 ქულა 7 - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 58 ქულა 8 - "ვულვზი" - 53 ქულა 9 - "ბრაიტონი" - 50 ქულა 10 - "ლესტერი" - 49 ქულა 11 - "კრისტალ პალასი" - 48 ქულა 12 - "ასტონ ვილა" - 47 ქულა 13 - "ბრენტფორდი" - 46 ქულა 14 - "ნიუკასლი" - 44 ქულა 15 - "ევერტონი" - 42 ქულა 16 - "საუთჰემპტონი" - 40 ქულა 17 - "ბარნლი" - 37 ქულა 18 - "ლიდსი" - 34 ქულა 19 - "უოტფორდი" - 24 ქულა 20 - "ნორვიჩი" - 21 ქულა

სხვა სტატიები