Belive

არსენალი ვარჯიშს შემდეგ კვირაში განაახლებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო მთლიანად საფეხბურთო სამყარო გაჩერებულია. გამონაკლისი არც პრემიერ ლიგა გახლავთ. სულ ცოტა ხნის წინ "Sky Sports-ის" ჟურნალისტმა ალან მაიერსმა, თავის სოციალურ გვერდზე სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. "მეთოფეებს" ვარჯიშის უფლებას, შემდეგ კვირაში დართავენ. ვარჯიში გარკვეულწილად შეზღუდული იქნება. ფეხბურთელები ვალდებულები იქნებიან დაიცვან დისტანცია. ასევე, ისინი მარტო უნდა მივიდნენ სავარჯიშო მოედანზე და უკან სახლშიც მარტო უნდა დაბრუნდნენ. შეგახსენებთ, რომ 28 ტურის შემდეგ, არსენალი მე-9 პოზიციაზე, 40 ქულით იმყოფება.

სხვა სტატიები