Belive

არსენალი Vs. ბრაიტონი (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: "ნიუკასლი" Vs. "ლივერპული" "ჩელსი" Vs. "უოტფორდი" "არსენალი" Vs. "ბრაიტონი" ევროპა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ვალენსიას" დამარცხების შემდეგ, "არსენალი" პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩში "ბრაიტონის" ბარიერის გადალახვას შეეცდება. სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზე მყოფი "ბრაიტონი" თითოეული ქულისათვის თავგანწირვით იბრძვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, "არსენალს" იოლი მატჩი ნამდვილად არ ელის. მე-5 პოზიციაზე მყოფი "არსენალი" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მყოფ "ჩელსის" და უკანასკნელ ორ ტურში ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვებას შეეცდება. შემადგენლობის მხრივ "არსენალის" დანაკლისი კოლოსალურია. ჰექტორ ბელერინი, დენის სუარესი, დანი უელბეკი და აარონ რამსი "არსენალს" ვერ დაეხმარებიან. ასევე საეჭვოა ნაჩო მონრეალის მოედანზე ხილვა. "ბრაიტონის" ლაზარეთში დეივი პროპერი და ჯეისონ სტილი იმყოფებიან. ორ გუნდს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა "არსენალის" სასარგებლოდ მეტყველებს. პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან 3 "მეთოფეების" გამარჯვებით დასრულდა. 1 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, ხოლო 1 შეხვედრა "ბრაიტონის" გამარჯვებით დასრულდა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "არსენალის" საუკეთესო სნაიპერი პიერ-ემერიკ ობამეიანგია, რომელმაც 19 გოლის გატანა შეძლო. "ბრაიტონის" საუკეთესო სნაიპერმა, გლენ მიურეიმ 11 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები