Belive

არსენალი Vs. მანჩესტერ იუნაიტედი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: "ნიუკასლი" Vs. "ევერტონი" "ჩელსი" Vs. "ვულვზი" "არსენალი" Vs. "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. პრემიერლიგის ოთხეულში მოსახვედრად სწორედ "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იბრძვიან - მცირედ უპირატესობას კი მესამე ადგილოსანი "ტოტენჰემი" ფლობს. აღნიშნული გარემოება "ემირეითსზე" გასამართ მატჩს კიდევ უფრო დიდ ინტრიგას სძენს. დაპირისპირებას "არსენალი" მინიმალური დანაკლისით ხვდება. ჩრდილო-ლონდონელთა შემადგენლობაში ჰექტორ ბელერინი და დანი უელბეკი არ იქნებიან. საპირისპიროდ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთში 9 ფეხბურთელი იმყოფება (მატეო დარმიანი, ანდერ ერერა, ფილ ჯონსი, ჯესი ლინგარდი, ენტონი მარსიალი, ხუან მატა, ნემანია მატიჩი, ალექსის სანჩესი, ანტონიო ვალენსია). არაერთი ვარსკვლავის დანაკლისის მიუხედავად "წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე ჩადენილი გმირობით დაამახსოვრეს გულშემატკივარს თავი და ახლა პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში შეეცდებიან უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებას. ორ გუნდს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ მეტყველებს. ყველა ტურნირზე, დღემდე გამართული 229 დაპირისპირებიდან - 99 "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა. 82 მატჩში "არსენალმა" შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო 48 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ: 

  • პრემიერლიგის ეგიდით ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან - 3 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარიში, ხოლო 2 მატჩში "არსენალის" ფეხბურთელებმა შეძლეს პირველი გოლის გატანა.
  • პრემიერლიგის ეგიდით ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან - 2 "მანჩსტერ იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, 2 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, ხოლო 1 მატჩი "არსენალის" გამარჯვებით დასრულდა.
  • პრემიერლიგის ეგიდით ორ გუნდს შორის გამართულ უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 8 გოლი გაიტანა. "არსენალის" ფეხბურთელებმა შვიდჯერ შეძლეს "წითელი ეშმაკების" კარის აღება.
  • პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "არსენალის" შემტევმა დუეტმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (16) და ალექსანდრ ლაკაზეტმა (12) 28 გოლის გატანა შეძლეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო სანაიპერები რომელუ ლუკაკუ (12) და პოლ პოგბა (11) არიან.

სხვა სტატიები