Belive

არსენალის ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, "არსენალმა" არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უნაი ემერი გაათავისუფლა. ესპანელი სპეციალისტი ლონდონელებს 18 თვის განმავლობაში წვრთნიდა. გასულ სეზონში უნაის "არსენალმა" პრემიერლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა. როგორც ცნობილია, ემერის "არსენალში" დროებით თავისი ასისტენტი, ფრედი ლიუნგბერგი შეცვლის. შვედი სპეციალისტი 1998-2007 წლებში სწორედ "მეთოფეების" ფეხბურთელი იყო, რა დროშიც პრემიერლიგა ორჯერ მოიგო. "რამდენი ხნითაც არ უნდა გავჩერდე "არსენალში", გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა სახეზე ღიმილი კვლავ დაგიბრუნოთ," - დაწერა ლიუნგბერგმა სოციალურრ ქსელში.

სხვა სტატიები