Belive

არსენალის გენერალური დირექტორი სამუშაოდ მილანში გადავიდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი, ოქტომბრის ბოლოს სამუშაოდ იტალიაში გადადის. Sky Sports-ის ინფორმაციით, გაზიდისი "მილანში" ანალოგიურ პოზიციას დაიკავებს და მუშაობას 1 დეკემბრიდან შეუდგება. "გასული 10 წლის განმავლობაში ჩემი თავი დიად გუნდში მუშაობას მივუძღვენი. გუნდში ახალი ერა იწყება და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გუნდი ამ გამოწვევისთვის მზად ყოფილიყო", - აღნიშნა წარმოშობით ბერძენმა გაზიდისმა "არსენალის" გულშემატკივრებისადმი გაგზავნილ წერილში.    

სხვა სტატიები