Belive

არსენალის მეორე მეკარე: "ვწუხვარ, რომ ჩეხმა ტრავმა მიიღო"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არსენალის მეორე მეკარემ, ბერნდ ლენომ, "უოტფორდთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. "მატჩის დასაწყისი რთული იყო. ძალიან ვწუხვარ რომ პეტერ ჩეხმა ტრავმა მიიღო და იმედი მაქვს, მოედანს მალე დაუბრუნდება. წინ მნიშვნელოვანი მატჩებია და სრულ მზადყოფნაში ვარ", - აღნიშნა გერმანელმა მეკარემ. ლენომ ასევე გუნდის თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ "არსენალს" შესანიშნავი შემტევითი პოტენციალის გარდა, კარგი დაცვის ხაზიც აქვს. "ამის მიუხედავად, ჩვენ შეცდომებს მაინც ვუშვებთ, ამიტომ ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო პრობლემების აღმოსაფხვრელად", - განაცხადა ლენომ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია პეტერ ჩეხის ტრავმა.    

სხვა სტატიები