Belive

არსენალის ფანები ევროპა ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარებას ბოიკოტს უცხადებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰენრიკ მხითარიანის გარშემო განვითარებული სკანდალური მოვლენებიდან გამომდინარე, "არსენალის" ფანები ევროპა ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარებას ბოიკოტს უცხადებენ. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული მტრობა, რომელიც თითქმის საუკუნეს ითვლის "არსენალის" სომეხ ვარსკვლავს ფინალის გამოტოვების ფასად დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხითარიანის ბაქოში ჩასვლის შემთხვევაში მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. "არსენალის" ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ მხითარიანი ლონდონში დარჩება და გუნდს ბაქოში არ გაყვება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "არსენალის" ფანებმა ევროპა ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარებას ბოიკოტი გამოუცხადეს. არაერთი პეტიციის თანახმად, ფანები ფინალის სხვა ქვეყნის სტადიონზე ჩატარებას ითხოვენ - რათა ნებისმიერ ფეხბურთელს თავისუფლად შეეძლოს მასში მონაწილეობის მიღება. "უნდა გამოუცხადონ თუ არა "არსენალმა" და "ჩელსიმ" ევროპა ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარებას ჰენრიკ მხითარიანის გამო ბოიკოტი? წარმოიდგინეთ ამ საშიშროების წინაშე ედენ აზარი ან რომელიმე ინგლისელი ფეხბურთელი რომ დამდგარიყო და ბაქოში გამგზავრების შესაძლებლობა არ ჰქონოდა." - აღნიშნულია ერთ-ერთ პეტიციაში.
Untitled

სხვა სტატიები