Belive

არსენალის ფეხბურთელები თვითიზოლაციაში გაუშვეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა "არსენალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გადაიდო. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს ბერძნული ოლიმპიაკოსის მფლობელთან კონტაქტი ჰქონდათ, რომელიც კორონავირუსით დაავადებული აღმოჩნდა. "არსენალის" მოთამაშეები ევროპის ლიგის 1/16-ფინალში ევანგელოს მარნაკისს 27 თებერვალს შეხვდნენ. მარინაკისი, ასევე ჩემპიონშიფში გამომსვლელი "ნოტინგემის" მფლობელია. "მეთოფეების" ხელმძღვანელები გუნდის ფეხბურთელებს 14-დღიან შიდაიზოლაციაში გაუშვებენ. ამ დროში პრემიერლიგაში გასამართ შეხვედრებში ლონდონური გრანდი მონაწილეობას ვერ მიიღებს. მიკელ არტეტას გუნდს 40 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები