Belive

არსენალის ფეხბურთელების ღირსეულ საქციელს უეფამ მხარი არ დაუჭირა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არსენალის" ფეხბურთელებს ჰენრიკ მხითარიანის მხარდაჭერა და მისი გამხნევება სურდათ, თუმცა მათ ინიციატივას UEFA-მ მხარი არ დაუჭირა. პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, მხითარიანმა გუნდთან ერთად ბაქოში გამგზავრება ვერ შეძლო, რის გამოც UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალის" ფეხბურთელებს მოედანზე გასვლა და გასახურებელი ვარჯიშების შესრულება სპეციალური მაისურებით სურდათ, რომელსაც ზურგზე მხითარიანის გვარი ეწერებოდა - თუმცა  UEFA-მ ჩრდილო ლონდონური კლუბის ეს ინიციატივა არ გაითვალისწინა და ფეხბურთელებს მსგავსი მოქმედების ჩადენის უფლება არ მისცა.

სხვა სტატიები