Belive

არსენალის პირველი შენაძენი - 18 წლის ბრაზილიელი ტალანტი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალმა" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე პირველი ფეხბურთელი შეიძინა - "ნისლიან ალბიონზე" მომდევნო სეზონიდან ბრაზილიელი თინეიჯერი, გაბრიელ მარტინელი ითამაშებს. როგორც ბრიტანული BBC იტყობინება, კონტრაქტის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ბრაზილიელთან ლონდონელებმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმეს და მის სანაცვლოდ £6 მილიონი გადაიხადეს. აქამდე მარტინელი ბრაზილიური "იტუანოს" ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან 34 მატჩი ჩაატარა და 10 გლის გატანა შეძლო. ბრაზილიელი მარცხენა ვინგერის თქმით, მისი კუმირი კრიშტიანუ რონალდუა და სურს, რომ პორტუგალიელის დონეზე ითამაშოს. "პირადად ჩემი, ასევე ჩემი ოჯახის ოცნება იყო, რომ ფეხბურთი ევროპაში მეთამაშა. მიხარია რომ "არსენალის" დონის გუნდი ჩემით დაინტერესდა, ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ და ტიტულებისთვის ვიბრძოლებ," განაცხადა 18 წლის ფეხბურთელმა.

სხვა სტატიები