არსენალის ყოფილი ფეხბურთელი: “საბერძნეთში ფეხბურთი რელიგიაა”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩუბა აკპომმა ბერძენი ფანების შესახებ ისაუბრა.

23 წლის ინგლისელი 2018 წლიდან სწორედ ბერძნულ “პაოკში” თამაშობს, მანამდე კი “მეთოფეებს” ის სხვადასხვა გუნდებში ჰყავდათ განათხოვრებული.

“სადაც არ უნდა წავიდე, ფანები ყველგან მახსენებენ, რომ “პაოკს” საბერძნეთის ჩემპიონატი 34 წელია არ მოუგია.

ფეხბურთი აქ რელიგიაა. ქომაგები მუდმივად მაჩვენებენ “პაოკის” შესახებ დახატულ ტატუებს.

ძალიან საინტერესო ჩემთვის ის იყო, რომ თესალონიკში გადმოსვლისას აეროპორტში უამრავი ფანი დამხვდა,” – თქვა აკპომმა.

არსენალის ყოფილი ფეხბურთელი: “საბერძნეთში ფეხბურთი რელიგიაა”

სტატიის ავტორი
-