Belive

არსენალმა 27 წლის წინანდელი ცუდი სერია გაიმეორა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის არსენალი ცუდ ფორმაშია. უნაი ემერის პირველი მეტ-ნაკლებად წარმატებული სეზონის შემდეგ, მეორე წელს "მეთოფეებში" ჩავარდნა დაეწყო. გარდა იმისა, რომ დედაქალაქელები პრემიერლიგაში ევროზონას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, 3 ქულის მოპოვებას ვეღარც ევროპის ლიგაზე ახერხებენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი "ფრანკფურტის აინტრახტთან" დამარცხდა და 27-წლის წინანდელი ცუდი სერიაც გაიმეორა. "არსენალმა" ბოლო სამი მატჩიდან 2 წააგო, ბოლოს კი თვეზე მეტი ხნის წინ - 24 ოქტომბერს იმარჯვა, ისიც ევროპის ლიგაზე "გიმარაეშთან" (3:2). მას მერე გამართული 7 შეხვედრიდან ჩრდილო ლონდონურმა კლუბმა 5 ფრედ დაასრულა და ორშიც დამარცხდა, ასეთი ცუდი სერია კლუბს 27 წელია არ ჰქონია. 13 ტურის შემდეგ, პრემიერლიგაში "წითლები" 18 ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები