Belive

არსენალმა ჩეხის შემცვლელი იუვენტუსში იპოვნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალი" პეტერ ჩეხის შემცვლელად "იუვენტუსის" კარის დარაჯს მოიაზრებს. 22 წლის ემილ ოდერო, მეკარე, რომელიც ტურინული კლუბის საკუთრებაშია, თუმცა იჯარის წესით "სამპდორიას" ღირსებას იცავს, შესაძლოა "არსენალში" ჩეხის შემცვლელი გახდეს. ოდერო იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. "იუვენტუსის" აღზრდილი მეკარე "მეთოფეებმა" შესაძლოა სეზონის ბოლოს დაიმატონ. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსის" ახლანდელი მეკარე, ვოიჩეხ შჩეზნი სწორედ "არსენალის" ღირსებას იცავდა.

სხვა სტატიები