Belive

არსენალმა ევროპა ლიგის ფინალისთვის გამოყოფილი ბილეთები უკან დააბრუნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
29 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ, ბაქოში ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო ღონისძიება გაიმართება - ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალი, რომელშიც ორი პრემიერ ლიგის გუნდი, ლონდონის "არსელონალი", თანაქალაქელ "ჩელსის" დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, UEFA-ს დებულების თანახმად ფინალის მონაწილე კლუბებს საფინალო შეხვედრის ბილეთები ეკუთვნით, რომლებსაც საკუთარ ქომაგებზე გაყიდიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ჩანს "არსენალის" ქომაგებს ერთი დიდი პრობლემა ჰქონდათ - ეს იყო ტრანსპორტირება, რამაც უამრავი მათგანი აიძულა მშობლიურ ქალაქში დარჩენილიყვნენ და ფინალი ეკრანზე ეყურებინათ. შეგახსენებთ, "არსენალის" ხელმძღვანელობამ 29 მაისს გასამართი ფინალის 2400 ბილეთი დააბრუნა უკან.  

სხვა სტატიები