Belive

არსენალმა ლეანდრო ტროსარი გაიფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბრაიტონის'' ყოფილი შემტევი, ლეანდრო ტროსარი კარიერას ,,არსენალში'' გააგრძელებს.

ლონდონური კლუბის ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა ,,მეთოფეებთან'' მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 19-ნომრიანი მაუსურით ითამაშებს.

,,არსენალმა'' ბელგიელის სანაცვლოდ 21 მილიონი ფუნტი (+5 მილიონი ბონუს თანხა) გადაიხადა.

,,ტროსარი მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, გამოირჩევა ინტელექტითა და პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილებით.

ის სეზონის მეორე ნაწილში ჩვენს გუნდს გააძლიერებს და მასთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველით,'' - განაცხადა ,,არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში ტროსარის ანგარიშზე 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები