Belive

არსენალმა ობამეიანგის შემცვლელი მოინიშნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის კლუბები "არსენალი", "ლესტერი" და "ევერტონი" ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელის ოდსონ ედუარდის შეძენით არიან დაინტერესებული. განსაკუთრებულ ინტერესს "მეთოფეები" იჩენენ, რომლებიც სეზონის ბოლოს პიერ-ემერიკ ობამეიანგის დაკარგვის საფრთხის ქვეშ არიან. გაბონელ ფორვარდს "ბარსელონა" და "მანჩესტერი" უმიზნებენ, ლონდონელებს კი შემცვლელი სჭირდებათ. ოდსონ ედუარდი 22 წლის ფეხბურთელია, რომელმაც კარიერა "პსჟ-ში" დაიწყო და 2017 წლის ზაფხულიდან გლაზგოს "სელტიკში" ირიცხება. ამ სეზონში, ედუარდმა 45 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები