Belive

არსენალმა თვალი აიაქსის მცველს დაადგა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალი" ამსტერდამის "აიაქსის" მარცხენა მცველის, ნიკოლას ტალიაფიკოს ტრანსფერით დაინტერესდა. დიდია იმის შანსი, რომ  ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნაჩო მონრეალმა ინგლისელები დატოვოს და "ბარსელონაში" გადაბარგდეს. უნაი ემერის გუნდი კი მარცხენა მცველის პოზიციას სწორედ არგენტინელი ტაკიაფიკოთი შეავსებს. "აიაქსის" ფეხბურთელს შესანიშნავი პერიოდი აქვს. არგენტინელმა ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ახლა კი ამსტერდამული გუნდის მაისურით შესანიშნავად თამაშობს.

სხვა სტატიები