Belive

არშემდგარი ტრანსფერი: იბრაჰიმოვიჩს ლიდსამდე ერთი ნაბიჯი აკლდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წლის დასაწყისში თავის კარიერაში პირველად გადადგა უკან დაბრუნების ნაბიჯი. შვედმა თავდამსხმელმა თავისი მრავალრიცხვოვანი კლუბების არმიიდან "მილანი" არჩია და სერია A-ში გატანა ისევ დაიწყო. შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ზამთარში, იბრას არაერთი შეთავაზება ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ინგლისიდან იყო, მაგრამ არა პრემიერლიგიდან. ზლატანს ჩემპიონშიფის "ლიდსი" იწვევდა.
"ლიდსი" უკვე რამდენი წელიწადია პრემიერლიგაში გადმოსვლის კანდიდატია, წელს კი ყველაზე რეალური შანსი აქვს, ამრიგად შესაძლოა ახალი სეზონიდან, იბრაჰიმოვიჩი მეორე პრემიერლიგურ კლუბში გვეხილა. "ჩვენ ვესაუბრეთ ზლატანს და ხელის მოწერამდე 1 ნაბიჯი იყო დარჩენილი, თუმცა მან მილანი აირჩია და ძალიან გულწრფელადაც აგვიხსნა. ზლატანმა იტალიაში და კლუბის სახელში მეტი დიდება დაინახა, ვიდრე "ლიდსში". ამ თემაზე მარსელო ბიელსასთან არც კი მისაუბრია", - თქვა კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა რადრიზანიმ.
"ლიდსმა" 2001 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა, ბოლო 16 წელი კი პრემიელიგის მიღმაა.

სხვა სტატიები