არშემდგარი ტრანსფერი: ჯანო ანანიძის შეძენა მანჩესტერ სიტის სურდა!

რუსი საფეხბურთო აგენტი, ალან პრუდნიკოვი, რომელიც წარსულში მოსკოვის “სპარტაკში” მუშაობდა, რუსულ მედიასთან ინტერვიუსას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ წლების წინ, მას “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა.

“ვიპოვე კლუბი, რომელიც მზად იყო მის საყიდლად. ჯანო გიჟურად ნიჭიერი ბავშვი იყო. 14 წლის ასაკიდან მას ვუყურებდი. ეს კლუბი “მანჩესტერ სიტი” იყო. მათ ჯანოს ყიდვა სურდათ, ეს “სპარტაკში” მისი ყოფნის საუკეთესო პერიოდში ხდებოდა, ტრავმის მიღებამდე. გენერალურმა დირექტორებმა, რომლებიც მაშინ “სპარტაკში” იყვნენ, ჯანოს გაყიდვა არ განიხილეს.

სამწუხაროა – ის ძალიან ჭკვიანია, ის იქნებოდა ნამდვილი სიკეთე ევროპული ფეხბურთისთვის”, – თქვა ალან პრუდნიკოვმა.

ჯანო ანანიძე რუსეთის დედაქალაქის ბინადარ გუნდში 2009-20 წლებში ირიცხებოდა და იჯარის წესით “როსტოვში” და “კრილია სოვეტოვში” ითამაშა, შარშან ზამთარში “თეთრ-წითლების” დატოვების შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ჯერ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისში”, შემდეგ კი ვოლგოგრადის “როტორში” ითამაშა. 2021 წლის გაზახფულზე ჯანო “დინამო თბილისს” შეუერთდა და 1 მატჩის ჩატარება მოახერხა (“დინამო ბათუმთან” 0:1 5 მაისს) მას მერე კი ტრავმა აწუხებს.

არშემდგარი ტრანსფერი: ჯანო ანანიძის შეძენა მანჩესტერ სიტის სურდა!

სტატიის ავტორი
-