Belive

არტეტა და ლიუნგბერგის მომავალი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ფრედი ლიუნგბერგის მომავლის შესახებ ისაუბრა, რომელიც უნაი ემერის წასვლის შემდეგ გუნდში მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ. "ევერტონთან" მატჩის შემდეგ, მე და ფრედიმ ვისაუბრეთ. მას ჩემი გეგმები გავაცანი და იმ ხალხის შესახებ ვუამბე, რომელთან ერთადაც მუშაობა მსურს, ვუთხარი მათ მოვალეობებსა და ფუნქციებზე. მაინტერესებდა რას ფიქრობდა ის და რა გეგმები ჰქონდა. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ორივესთვის საუკეთესო ვარიანტი მისი ჩვენთან დარჩენა იყო. ლიუნგბერგი კარგად იცნობს ფეხბურთელებს და გუნდის შიდა სამზარეულოს. ის ასევე კარგად იაზრებს ამ კლუბის ტრადიციებს და სათამაშო ფილოსოფიას. ჩვენ ერთმანეთს აქამდეც ვიცნობდით და ახლა ახალ ურთიერთობას დავიწყებთ. მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ის მზადაა რომ კლუბს დაეხმაროს",-თქვა ახალბედა ესპანელმა.

სხვა სტატიები