Belive

არტეტა: "ეს ძალიან მტკივნეულია, ამ ტურნირზე დიდ იმედს ვამყარებდით" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალმა" მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგაში გამოსვლა საშინაო კედლებში, "ოლიმპიაკოსთან" დრამატული მარცხის შემდეგ დაასრულა. საბერძნეთის ჩემპიონთან 120-ე წუთზე გაშვებული გადამწყვეტი გოლის შემდეგ (2:2 ორი მატჩის ჯამში) "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თავსი გუნდის თამაში შეაფასა. "გადამწყვეტი გოლის ეპიზოდში ლენოს ბურთის მოგერიება შეეძლო, თუმცა მცველებმაც უყურადღებოდ ითამაშეს. ევროპის ლიგიდან გამოვარდნა ძალიან მტკივნეულია, რისი დავიწყებაც გაგვიჭირდება. ამ ტურნირზე დიდ იმედებს ვამყარებდით, ეს ჩვენთვის დიდ ევროპულ ელიტაში დაბრუნების შესანიშნავი გზა იყო.  კარგად ვითამაშეთ, ბევრი შანსი შევქმენით, მაგრამ რეალიზება ვერ მოვახერხეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები