Belive

არტეტა სიტისთან წაგებაზე: ,,პრემიერლიგაში განსხვავებული თამაში იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ვფიქრობ, პრემიერლიგაში ორივე მხრიდან განსხვავებული თამაში იქნება, შესაძლოა, განსხვავებული შემადგენლობებით. ჩვენ გამარჯვებას აქაც ვეცადეთ. მატჩის მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მივაღწიეთ.

მეც, ისევე როგორც პეპს, ბევრი დრო მაქვს იმისთვის, რომ მომავალი მატჩისთვის მოვემზადო. ვეცდებით, რომ მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ,'' - არტეტას სიტყვებს ,,არსენალის'' ვებგვერდი ციტირებს.

ინგლისის თასის 1/16-ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,არსენალს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გუნდები პრემიერლიგის მე-12 ტურის გადადებულ შეხვედრას 15 თებერვალს, ლონდონში გამართავენ.

სხვა სტატიები