Belive

არტეტას პირადი ინტერესი - არსენალს ბარსელონას ფეხბურთელის გადაბირება სურს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალს" "ბარსელონას" მეკარის პედრო ნეტუს დამატება სურს. ზაფხულში "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა 31 წლის გოლკიპერის დამატებით პირადად დაინტერესდა. ლონდონურ კლუბს სურს მეკარეების რესურსის გაზრდა და მზად არის მოლაპარაკება დაიწყოს ბრაზილიელის წარმომადგენლებთან მისი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე დამატებაზე, ხოლო ზაფხულში "ბლაუგრანასთან" არსებული კონტრაქტის სრულად გამოსყიდვის შესაძლებლობით. "ბარსელონამ" წინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეკარის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო მოითხოვა და წყარო თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ნეტო "ემირეიტსზე" გადაბარგდეს. მიმდინარე სეზონში, 31 წლის მეკარემ ყველა ტურნირზე "ბარსელონას" 9 შეხვედრაში  მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 7 გოლი გაუშვა, ხოლო 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები