Belive

"არც ლიდერი, არც ქარიზმა",- ფერდინანდმა "ტოტენჰემი" გააკრიტიკა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა ლონდონის "ჩელსისთან" წაგებული შეხვედრის და პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-3 მარცხის შემდეგ "ტოტენჰემი" გააკრიტიკა და განახცადა, რომ ჰარი კეინის გარეშე "დეზებს" არც ინდივიდუალიზმი და არც ქარიზმა არ გააჩნიათ.  Daily Mail - თან ინტერვიუში რიო ფერდინანდმა განაცხადა:
" ეს იყო უმიზნო სპექტაკლი. არანაირი ინდივიდუალიზმი. თუ კეინი არ თამაშობს, გუნდი ინდივიდუალიზმს მთლიანად კარგავს. არც თავდაჯერებულობა, არც ხასიათი და არც ლიდერი. გუნდის თამაშს არავინ ხელმძღვანელობდა. ჩვენ  ასევე ვნახეთ "ტოტენჰემის" თამაში ბრაიტონის წინააღმდეგ, ამ შეხვედრაში "ბრაიტონი" ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდს ჰგავდა, რასაც "ტოტენჰემზე" ვერ ვიტყვით, ეს კი შემაშფოთებელია".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიოს გუნდმა  21 ჩატარებულ შეხვედრაში 33 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. "დეზებმა" პრემიერ ლიგაში ბოლო 3 შეხვედრა წააგეს : "ლივერპულთან", "ბრაიტონთან" და "ჩელსისთან". აღსანიშნავია, რომ "დეზებს" ტრავმის ვერ ეხმარება გუნდის ლიდერი ჰარი კეინი.  

სხვა სტატიები