Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანისა" და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მისი კუმირი ფეხბურთელი დაასახელა. ევროპა ლიგის 1/16 ფინალის დაწყების წინ, სადაც ერთმანეთს "მილანი" და "ცრვზნა ზვეზდა" უპირისპირდებოდნენ, ჟურნალისტმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაუსვა კითხვა, თუ ვინ არის მისთვის საყვარელი ფეხბურთელი, ზლატანის პასუხი კი შემდეგი იყო: "ჩემი კუმირი და ზოგადად, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდოა". როგორც ჩანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბრაზილიელ რონალდო ნაზარიოს, მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე წინ აყენებს. ზლატანი ფიქრობს, რომ 2002 წელს რონალდომ ბრაზილიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა და იგი იმ დროსაც კი თავისი საქმის იმდენად დიდი ოსტატი იყო, რომ მის დონეზე დღემდე ვერცერთი ფეხბურთელი ვერ არის.
"მე არ მჭირდება რონალდოს, "ფენომენის" აღწერა.  ყოველთვის ვამბობ რომ, არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ და არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც თვითონ არიან ფეხბურთი. ჩემთვის რონალდო არის ფეხბურთი. როდესაც მის თამაშს უყურებდი, გინდოდა რომ მასავით გეთამაშა და მისნაირი ყოფილიყავი.  ის როგორც მოძრაობდა, ბურთს როგორც ატარებდა, შეუძლებელია. ჩემთვის იგი ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელია, ეჭვგარეშე". 

სხვა სტატიები