Belive

არც პოჩეტინო და არც ზიდანი - მანჩესტერს ახალი რჩეული ჰყავს!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, "THE TELEGRAPH"-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნატედი" ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის, გადასაბირებლად იბრძოლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაირკვა რომ დიდი შანსით მაურისიო პოჩეტინო ისევ "ტოტენჰემში" დარჩება. "წითელი ეშმაკები" "მამლებს" კვირას, 13 იანვარს, დაუპირისპირდებიან და დღემდე მანჩესტერის აღმასრულებელი დირექტორისთვის, ედ ვუდვორდისთვის, მაურისიო პოჩეტინო პირველი არჩევანია მთავარი მწვრთნელის რანგში, თუმცა მას ლონდონელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რაც მის გადმობირების შანსებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ამცირებს. რაც შეეხება საუთგეიტს, მან ასევე მოაწერა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან კონტრაქტს ხელი 2022 წლამდე. თუმცა იტალიელთან შედარებით ინგლისელის გადაბირება "მანჩესტერისთვის" გაცილებით ადვილი იქნება, რადგან "იუნატედის" სათავეში ჩადგომა ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საქმიანობაა და 48 წლის მწვრთნელისთვის ამაზე უარის თქმა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.

სხვა სტატიები