Belive

არტურმა ბარსელონას დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსსა" და "ბარსელონას" შორის პირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. "ბიანკონერის" ვარსკვლავის გასაფორმებლად, კატალონიური გრანდის წარმომადგენლები მზად იყვნენ, ტრანსფერში არტური ჩაერთოთ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, არტურმა "ბლაუგრანას" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - რაც იმას ნიშნავს, რომ პიანიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, არტურის თანხმობის შემდეგ, "იუვენტუსი" დამატებით 10 მილიონ ევროს გადაიხდის, რის შედეგადაც პიანიჩისა და არტურის გაცვლა გაოფიციალურდება.

სხვა სტატიები