Belive

არტურმა რონალდუსა და მესიზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
24 წლის ბრაზილიელი ნახევრამცველი ტურინის "იუვენტუსს" კატალონიის "ბარსელონიდან" შეურთდა. ახალგაზრდა ნახვერამცველს AS-თან ინტერვიუში მესისა და რონალდუს შედარება სთხოვეს, როგორც თანაგუნდელების. ბრაზილიელმა საქებარი სიტყვები არც ერთის მიმართ არ დაიშურა, თუმცა მან აღიარა, რომ მესისთან შედარებით კრიშტიანუ უფრო გახსნილია თანაგუნდელებთან და მათთან უფრო მეტად ურთიერთობს.
" მესისთან შედარებით რონალდუ უფრო კომუნიკაბელური და ხელმისაწვდომია, ის არასდროს იხევს უკან, როცა თანაგუნდელს სჭირდება, ის საოცრად გმატებს თავდაჯერებულობას". "რონალდუს ვარჯიშით აღფრთოვანებული ვარ, მან არ იცის, თუ რა არის შესვენება, ყოველთვის ხელს გიწყობს, რომ მაქსიმუმი გააკეთო. ის შემთხვევითობის იმედად არასდროსაა".
არტურმა იმაზეც ისაუბრა, თუ რაში ჰგავს ერთმანეთს ორი ლეგენდარული ფეხბურთელი.
"პირველ რიგში, ისინი გამარჯვებულები არიან. ამ საკითხში მესი და რონალდუ იდენტურები არიან. თავიდან ბოლომდე ყოველთვის კონცენტრირებულები". "თუ მათ 3 გოლი გააქვთ, მაშინვე მეოთხის გატანაზე იწყებენ ფიქრს. არასდროს ეთიშებიან შეხვედრას. ეს გაოცებს და, ამავდროულად, მოტივაციას გიზრდის, მათთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია".
აშკარაა, რომ არტური თავისი ორივე მეგობარი თანაგუნდელის გავლენას აფასებდა, მაგრამ თვლის, რომ რონალდუ უფრო გახსნილია თანაგუნდელებთან.
"ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული ლიდერები არიან. მესი შედარებით ჩაკეტილია, მაგრამ როდესაც თავის წარმოჩენა სჭირდება, ამას შესანიშნავად ახერხებს".
რაც შეეხება რონალდუს, არტური ამბობს, რომ სწორედ მან გაუადვილა ახალ გუნდთან შეგუება და მისი თავდაუზოგავი შრომით აღტაცებულია.
"ხშირია შემთხვევა, როცა ღამის 2 საათზე ვბრუნდებით, იმიტომ, რომ გვიანობამდე ვთამაშობდით, ის კი ისევ ვარჯიშს იწყებს. ხშირად ვეხუმრები - კრიშტიანუ, ამას ვინ აკეთებს, ნორმალური არ ხარ! მაგრამ რა შეგვიძლია ვუთხრათ ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ოქროს ბურთი აქვს".
     

სხვა სტატიები