Belive

არტურო ვიდალი "ბარსელონაში" უკმაყოფილოა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი საინტერესო კომენტარს აკეთებს. "ბარსელონას" ახალწვეული უკმაყოფილოა.  არტურო ვიდალი გუნდში ზაფხულში მივიდა. მას მცირე სათამაშო დრო ეძლევა. მიმდინარე სეზონში ვიდალმა მხოლოდ ორი მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. ჩილელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ამის შესახებ დაწერა, თუმცა პოსტი მალევე წაშალა. ვიდალმა ცოტახანში კიდევ ერთი საინტერესო პოსტი დადო, კვირას, "ვალენსიასთან" გამართული შეხვედრის შემდეგ. "თქვენ არ გჭირდებათ ჩხუბი იუდებთან, ისინი უსათუოდ ჩამოიხრჩობენ თავს". ეს პოსტიც მალე გაქრა ფეხბურთელის პირადი გვერდიდან და მან თავისი სიტყვები განმარტა. მისი თქმით, კომენტარი "ბარსელონასთან" არ ყოფილა დაკავშირებული. ის არ არის კმაყოფილი, თუმცა თუ რაიმე პრობლემა ექნება მთავარ მწვრთნელთან, მას აუცილებლად პირდაპირ ეტყვის. ჩილეს ნაკრების ლიდერმა პრობლემებზე ღიად არ ისაუბრა. არტურო ვიდალი "ბარსელონაში" მიუნხენის "ბაიერნიდან" გადავიდა. მანამდე ის "იუვენტუსისა" და ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავდა.

სხვა სტატიები