Belive

არტურო ვიდალი სავარაუდოდ "ინტერს" შეუერთდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს არტურო ვიდალი მილანში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრება. თუ სამედიცინო შემოწმება კარგად ჩაივლის, "ინტერს" ჩილელი ნახევარმცველის ტრანსფერი სულ რაღაც 1 მილიონი ევრო დაუჯდება. ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს მილანში დაასრულებს და შესაძლოა ანტონიო კონტეს შემადგენლობაშიც დაამტკიცონ. კლუბებს შორის შეთანხმება უკვე რამდენიმე დღეა არსებობს, ვიდალი იტალიაში გაფრენას ელოდებოდა, მაგრამ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. ახლა ვიდალს "ინტერში" გადასასვლელად გზა ხსნილი აქვს, ორწლიანი შეთანხმებით. ვიდალი იტალიურ ფეხბურთს 5 წლის შემდეგ დაუბრუნდება. სანამ "კამპ ნოუზე" გადავიდოდა, მანამდე ჩილელი "იუვენტუსიდან" "ბაიერნში" გადაბარგდა. ვიდალი იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებსაც კუმანმა ამცნო, რომ შეუძლიათ კლუბი დატოვონ, რადგან ახალი მთავარი მწვრთნელის გეგმებში მათი "ბარსელონაში" თამაში არ შედის. ვიდალი კვლავ შეხვდება ანტონიო კონტეს, რომელთან ერთადაც "იუვენტუსში" მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ კონტე მებრძოლ ნახევარმცველს ძალიან აფასებს. "მიუნხენის ბაიერნიდან" გადასვლის შემდეგ ვიდალმა "ბარსელონაში" ორი წელი გაატარა, 96 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლის გატანა შეძლო, ამასთან, პირველსავე სეზონში ლა ლიგის ტიტულის მოგებაც მოახერხა.

სხვა სტატიები