Belive

არტურო ვიდალი: "თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, ხელმძღვანელობამ რაღაცები უნდა შეცვალოს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის მუშაობით უკმაყოფილებაზე მიანიშნა და კლუბის ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ზომები მიიღონ. "როცა მსოფლიოში საუკეთესო კლუბის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვი, სეზონის ბოლოს გულშემატკივარს დადებითი შედეგი უნდა ჩააბარო. მაშინ, როცა ეს ასე არ ხდება, ხელმძღვანელობა ვალდებულია ანგარიში გაასწოროს.  დიახ, აშკარაა, რომ თუ ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას ვერ მიაღწევს, მმართველებს გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. შესაძლოა კიკე სეტიენმა დაკავებულ პოზიციაზე მუშაობა გააგრძელოს და არც ეს იქნება ცუდი, ვინაიდან ის კარგი მწვრთნელია და ფეხბურთელებთან ძალიან ბევრს საუბრობს", - თქვა ჩილელმა ფეხბურთელმა.

სხვა სტატიები