Belive

არტურო ვიდალმა პირველი ჩვენება შეცვალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში კმაყოფილია.  ვიდალმა სულ რამდენიმე დღის წინ ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება სათამაშო დროის სიმცირის გამო. არტუროს მთავარი პრეტენზია კი "ტოტენჰემთან" გამართულმა შეხვედრამ გამოიწვია. ძირითად შემადგენლობაში თითქოს ვიდალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიელი არტური ამჯობინა. არტურო ვიდალმა თავისი აზრი შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ კმაყოფილია. "ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ კარგი დროც დადგება". 31 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით მხოლოდ 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 7 მატჩში სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა, ხოლო იმ ორ შეხვედრაშიც ვალვერდემ 90 წუთი არ ათამაშა და ნაადრევად შეცვალა. როგორ გაგრძელდება ვიდალისა და "ბარსელონას" ურთიერთობა, ამას მალე გავიგებთ.

სხვა სტატიები