Belive

არტურო ვიდალმა ვიდეო გამეორების სისტემა გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, "ბარსელონა" "ჟირონას" დაუპირისპირდა. კატალონიური დერბი ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის 35-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან კლემენ ლენგლე გააძევა. "ბარსელონას" ფეხბურთელის გაძევებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და არაერთი საფეხბურთო მიმომხილველი აღაშფოთა. არბიტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება არტურო ვიდალიც, რომელმაც ვიდეო გამეორების სისტემა გააკრიტიკა. "სამწუხაროა, მოგება გვეკუთვნოდა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, ყველამ იხილა მომენტის ვიდეო გამეორება. ვიდეო გამეორების სისტემა (VAR) უნდა გვეხმარებოდეს და არა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს მატჩის მსვლელობაზე. ვიდემოვნებ, "ბარსელონა" დაკარგული ქულების კომპენსირებას შეძლებს. 10 ფეხბურთელით თამაშის შემობრუნება ძალზედ რთულია", აღნიშნა არტურო ვიდალმა.

სხვა სტატიები