Belive

არტურო ვიდალს ჯარიმის სახით €800 000-ის გადახდა დაევალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური Marca-ს ცნობით, არტურო ვიდალს ბარში ჩხუბის გამო დიდი მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა - ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჩილელი ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობდა. როგორც ირკვევა, ჩხუბის დროს ვიდალმა ვინმე მეჰმეტ ე.-ს, არყის ბოთლი გადაალეწა, რის გამოც მან მძიმე დაზიანება მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯარიმის გადახდა არამარტო არტურო ვიდალს, არამედ მის ძმას, სანდრინიოსა და მათთან ერთად მყოფ კიდევ ერთ პირს დაეკისრათ (€61 000). ჯერჯერობით უცნობია ამ საკითხზე ვიდალის კომენტარი - ჩილელი ფეხბურთელი სასამართლო პროცესს არ დასწრებია.  

სხვა სტატიები