Belive

არველაძის ფახთაქორი ჩემპიონთა ლიგაში ლიდერობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შოთა არველაძის გუნდმა წინა სეზონში ქვეყნის შიგნით სამივე შესაძლო ტურნირის მოგება მოახერხა, აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც გამარჯვების გზას დაადგა. "ფახთაქორმა" "შაბაბ ალ-ჰილალ დუბაისთან" 2:1 გამარჯვების შემდეგ, ირანულ "საჰრ ხოდრუს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ქართველი მწვრთნელის გუნდმა 2 ტურში ქულათა მაქსიმუმი (6) დააგროვა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. შემდეგ შეხვედრას უზბეკები "ალ ჰილალთან" გამართავენ. ჯგუფი ექვსტურიანია, შემდეგ ეტაპზე კი ორი საუკეთესო გადის.

სხვა სტატიები