as: “მამარდაშვილმა სამივე გოლისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის მომავლის მეკარეა და ვალენსიამ უნდა გამოისყიდოს”

ლა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიამ” “სევილიასთან” სტუმრად, “რამონ სანჩეს პისხუანზე” – 1:3 წააგო.

ანდალუსიურ კლუბთან წაგებულ დაპირისპირებაში თავისი საკმაოდ დიდი წვლილი ქართველ მეკარე, გიორგი მამარდაშვილს მიუძღოდა, რომელმაც მეტოქის გოლის დროს მძიმე შეცდომა დაუშვა. კარგი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარეს 6 ჩატარებული მატჩიდან ყველაზე დაბალშედეგიანი სწორედ “სევილიასთან” მატჩი გამოდგა, რომელსაც მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება 5.5 (Whoscored.ccm, 5.9 Sofasocre) დაიმსახურა.

გიორგი მამარდაშვილის გამოსვლას როგორც კონკრეტულად 22 სექტემბერს გამართულ მატჩში, ისე მთლიანად მიმდინარე სეზონში და მის სამომავლო პერსპექტივებს პრესტიჟულმა ესპანურმა გამოცემა as.com-მა სტატია მიუძღვნა.

“ლა ლიგის პირველ ტურში მას პირველი დიდი მატჩი ჰქონდა, მეექვსე სათამაშო კვირაში კი დადგა დღე, რომელიც მან ძალიან მალე უნდა დაიწყოს.

მამარდაშვილისთვის უიღბლოდ, სამივე გოლში, მისი სერიოზული შეცდომა იყო. მამარდაშივილს სულელური დღე ჰქონდა “სევილიაში” და მან ნამდვილად დაკარგა ადგილი. გოლებში მისი შეცდომები გასაოცარი იყო, ის არც კვირას იყო კარგი ბენზემას მიერ გატანილი გოლის ეპიზოდში.

ასე რომ, ატლეტიკის წინააღმდეგ ნორმალური იქნება სილესენის  დაბრუნება. მაგრამ არა მამარდაშვილის ცუდი თამაშის გამო, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ქართველი, რომელიც მომავალ კვირაში 21 წლის გახდება. მე რომ “ვალენსიას” ადგილას ვიყო, დღესვე გამოვისყიდიდი მას”დინამოს თბილისიდან” და ამას დიდი სიხარულით გამოვაცხადებდი, რადგან წლების განმავლობაში ძლიერი მეკარე მეყოლებოდა”, – წერს as.com-ი.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.

შემდეგ შეხვედრას “ვალენსია” 25 სექტემბერს, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ საშინაო კედლებში, “მესტალიაზე” გამართავს.

as: “მამარდაშვილმა სამივე გოლისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის მომავლის მეკარეა და ვალენსიამ უნდა გამოისყიდოს”

სტატიის ავტორი
-