Belive

"ასახელეთ ჩვენი ქვეყანა" - კვარაცხელიამ ნაკრები გაამხნევა (ფოტო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსი დაუდასტურდათ და დღევანდელ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელები სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხნევა.
"მიდით ბიჭებო, ასახელეთ ჩვენი ქვეყანა! წინ დიდი გამარჯვებისკენ!" - წერს ხვიჩა.
StorySaver.Org-kvara7_124832404_364192987997887_3787062652455960831_n
 

სხვა სტატიები