Belive

ასაკობრივი ნაკრებების წილისყრა უეფაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს უეფას შტაბბინაში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპისა და ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართა. მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატების ელიტ-რაუნდში ჩვენი ორივე ნაკრები (17-წლამდე და 19-წლამდე) გავიდა. ამგვარად, წილისყრის შედეგად, გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელები ელიტ-რაუნდში მე-6 ჯგუფში მოხვდნენ: ინგლისი, ბელგია, რუმინეთი, საქართველო. 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს ელიტ-რაუნდს ბელგია უმასპინძლებს. რაც შეეხება რამაზ სვანაძის 19-წლამდელებს, მე-3 ჯგუფი ასე შეიკრა: საქართველო, შოტლანდია, საფრანგეთი რუსეთი. 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს ელიტ-რაუნდს საფრანგეთი უმასპინძლებს. ახლა კი მომდევნო, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვთქვათ. მატჩები გაისად, 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ბელგია, უკრაინა და ლიეტუვა იქნებიან. ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს. გიორგი მიქაძის 19-წლამდელები კი ხორვატიაში გაემგზავრებიან და მასპინძელთა გარდა, ლატვიასა და ყაზახეთს შეხვდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები