Belive

ასამოა გიანი ამბობს, რომ აფრიკულ ფეხბურთში შავ მაგიას აქტიურად იყენებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

განას საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ასამოა გიანმა აღიარა, რომ ფეხბურთში შავ მაგიას ხშირად იყენებენ. ის აფრიკაში "ჯუჯუს" სახელით არის ცნობილი.

აფრიკელი ფეხბურთელები, წლების განმავლობაში სწავლობენ შავი მაგიის გამოყენებას იმისათვის, რომ საკუთარი კარიერა უკეთ განავითარონ ან თუნდაც კონკურენტები ჩამოიშორონ.

ლეგენდარული განელი ფორვარდი თვლის, რომ ზოგიერთი გუნდი სპეციალურად წვრთნის მოთამაშეებს იმისთვის, რომ თამაშებში ფეხბურთელებმა "ჯუჯუ" სწორად გამოიყენონ. გიანმა ისიც თქვა, რომ ასეთი რაღაცების არ სჯერა, თუმცა, მსგავს რიტუალებში მონაწილეობა მიუღია.

"ყველაფერს, რასაც სახელი აქვს, ის არსებობს. ჩვენ, როგორც გუნდის წევრები, ვაკეთებდით იმას, რასაც გვეუბნებოდნენ. თუ ამას არ გააკეთებ და გუნდი წააგებს, ისინი იტყვიან, რომ მარცხი შენ მოიტანე. მახსოვს ერთ-ერთ შეხვედრაში 4-0 დავმარცხდით, მიუხედავად იმისა, რომ "ჯუჯუ“ მაინც გამოვიყენეთ." - განაცხადა დენ კვაკუ იბოასთან YouTube ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ფეხბურთელი უკვე ორი წელია გუნდის გარეშეა, საკლუბო კარიერა ჯერ არ დაუსრულებია.

შეგახნებეთ, რომ გიანი განას ნაკრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 51 გოლით. ასევე მას 109 მატჩი აქვს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.

სხვა სტატიები